უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სასამართლო კლანის წინააღმდეგ. მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილებას, არ ამოქმედდეს ე.წ. ვეტინგის სისტემა საქართველოში ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი ემიჯნებიან. საკუთარი პოზიცია მოსამართლეებმა პლენუმის ოქმშივე დააფიქსირეს.
ვეტინგის სისტემა მექანიზმია, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას განსაზღვრავს და მათ შემოწმებას რამდენიმე კრიტერიუმით გულისხმობს. მათ შორისაა ქონების კანონიერება, შესაძლო კავშირები ორგანიზებულ დანაშაულთან და პროფესიული მდგომარეობა.
სიტყვა ვეტინგი ევროკომისიის რეკომენდაციებში ნახსენები არ არის, თუმცა ერთ-ერთი დათქმა, რასაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს, სწორედ სასამართლო სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმის ამოქმედებას გულისხმობს.