ნიგერიაში, 300-მდე მოსწავლის გასათავისუფლებლად, გამტაცებლები 620 432 დოლარს ითხოვენ

გამოქვეყნდა:

შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც 7 მარტს ჩრდილოეთ ნიგერიის სკოლიდან 286 მოსწავლე და თანამშრომელი გაიტაცეს, მათი გათავისუფლებისთვის 1 მილიარდი ნაირა (620 432 დოლარი) მოითხოვეს. ამის შესახებ Reuters მძევლების ოჯახების სპიკერმა და ადგილობრივმა მრჩეველმა, ჯუბრილ ამინუმ განაცხადა. სპიკერის თქმით, მას გამტაცებლებმა სამშაბათს დაურეკეს.

"მათ სულ მოითხოვეს 1 მილიარდი (ნაირა) გამოსასყიდი სკოლის ყველა მოსწავლეზე, სტუდენტზე და პერსონალზე... მათ დასვეს ულტიმატუმი, რომ გამოსასყიდი გადაეხადათ გატაცების დღიდან 20 დღის განმავლობაში და განაცხადეს, რომ მოკლავენ ყველა სტუდენტს და პერსონალს, თუ გამოსასყიდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა მან.

თანამდებობის პირის, იდრის იბრაჰიმის ცნობით, გამტაცებლებმა ფარული ნომრიდან დარეკეს, "მაგრამ ხელისუფლება მუშაობს ნომრის მიღებაზე."

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გამოსასყიდის მოთხოვნა ერთ მძევალზე 2000 დოლარზე მეტია, რაც ნიგერიაში ერთი სული მოსახლის წლიურ შემოსავალს აჭარბებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი