რუსეთში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთში, მაგადანის ოლქში Mi-8 ვერტმფრენი ჩამოვარდა. "ინტერფაქსი" საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მას ერთ-ერთი მაღაროდან მუშები გადაჰყავდა. 

"ორი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენების ბედი უცნობია" - აცხადებენ უწყებაში.

სატრანსპორტო პროკურატურა აცხადებს, რომ ბორტზე 20 ადამიანი იყო, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. სამძებრო-სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულია 1 ადამიანი, ორი კი დაშავდა.

უწყების წინასწარი შეფასებით, მომხდარის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი