
ბაქო ახლა ისე ახლოსაა ერევანთან მშვიდობის მიღწევასთან, როგორც არასდროს - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას დადებითი შედეგები ექნება სხვა კონფლიქტების დარეგულირებისთვის.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებები შეიძლება ლოკალური ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში მათ ბევრად უფრო ფართო შედეგები ექნება