„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის ცნობით, კურსკის ოლქში რუსეთის საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის მოხალისეებმა უკრაინის საზღვართან მდებარე კურსკის ოლქის სოფელ ტიოტკინეში რუსული ძალების საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს - ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ლეგიონი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

სანამ პუტინის არმია ანგრევს სახლებს, ლეგიონის არტილერისტებმა დელიკატურად გაანადგურეს პუტინის ჯარების 2 საბრძოლო საცავი ტეტკინოში - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტეტკინოს რაიონში საზღვრის გარღვევის მცდელობა დაადასტურა კურსკის ოლქის გუბერნატორმა, თუმცა ის ამტკიცებს, რომ რუსეთის FSB-მ და შეიარაღებული ძალების სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა ლეგიონს არ მისცეს ამის უფლება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი