გროზნო-თბილისი, გროზნო-ბათუმი... | "როსავიაციამ" Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენების წინასწარი ნებართვა მისცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენების განხორციელების წინასწარი ნებართვა მისცა.

Red Wings-ს ფრენა შემდეგ მიმართულებებზე სურს:

  • ირკუტსკი-თბილისი;
  • ნოვოსიბირსკი-თბილისი;
  • გროზნო-თბილისი;
  • ნოვოსიბირსკი-ბათუმი;
  • გროზნო-ბათუმი;
  • ნოვოსიბირსკი-ქუთაისი.

თითოეულ მიმართულებაზე გაიცა ნებართვა კვირაში შვიდი რეისის შესასრულებლად. 

ფრენების დასაწყებად საჭიროა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვაც. 

შეგახსენებთ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოაცხადა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც. 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი