
არაბული მედიის დადასტურებული ინფორმაციით, "ჰამასმა" ღაზაში დოღმუშის კლანის ლიდერი, სავარაუდოდ, ჰუმანიტარული დახმარების მოპარვისა და ისრაელთან კონტაქტის გამო მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლანის ლიდერი, ორ სხვა ადამიანთან ერთად საოჯახო კომპლექსში მოკლეს.
მანამდე, კვირის დასაწყისში, "ჰამასთან" დაკავშირებულმა ვებგვერდებმა პალესტინელები გააფრთხილა, არ ეთანამშრომლათ ისრაელთან, რათა უზრუნველეყოთ დახმარების კოლონების უსაფრთხოება ღაზაში, ომის მძვინვარე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე.