
სომხეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ემზადება. სარეკომენდაციო რეზოლუცია უკვე მიიღო ევროპარლამენტმა, სადაც მხარს უჭერს ოფიციალური ერევნის ევროპულ მისწრაფებებს და ევროკომისიას მოუწოდებს, განიხილოს ეს საკითხი. ევრო-დეპუტატები აღნიშნავენ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რის გამოც ერევანი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში განხილვის ერთ-ერთი საკითხი ხდება, მათ შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და რუსული ორბიტიდან დისტანცირება. სომხეთის პოლიტიკის რადიკალური ცვლილება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოსაც.
ავტორი: ზურა პეტროსიანი