კრემლის მეგობარი ბიზნესმენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში | დავით ხიდაშელი, წლების განმავლობაში, მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა

გამოქვეყნდა:

პუტინის ოლიგარქებთან დაახლოებული ბიზნესმენი თავდაცვის სამინისტროში. "მთავარმა არხმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს - დავით ხიდაშელი, გარეჯის რუკების სკანდალური საქმის მთავარი მონაწილე, წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში იყო გაფორმებული. თანამდებობა - მინისტრის მრჩეველი, ხელფასი - 1000 ლარი, მთავარი ფუნქცია - დავით გარეჯთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა. ვერც თავად ბიზნესმენი და ვერც ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვერ უარყოფენ ამ ფაქტს. 

რატომ, როგორ და როდის მოხვდა სამინისტროში კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი ბიზნესმენი, რომლის მიერ სწორედ დავით გარეჯის რუკების ჩამოტანამ საქართველოში ურთულესი პროცესები გამოიწვია? "მთავარ არხს" აქვს განმარტება, რომ მისი მიზანი სწორედ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა იყო. პოსტზე შესაძლოა პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა თავდაცვის მინისტრობის დროს. ხელფასი კი ხიდაშელს, როგორც თავად ამტკიცებს, არ აუღია. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი