
რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აუკრძალა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცნობილია, რომ მათ შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ვენდი შერმანი და ა.შ.
სიაში ასევე შედიან "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტები - ჯოზეფ მარკსი, ჯოზეფ მენი, ელენ ნაკაშიმა და ტიმ სტარქსი. ასევე New York Times-ის ჟურნალისტი რობერტ უორტი და "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ჯეფ სელდინი.
უწყება წერს, რომ ამერიკელები სიაში "რუსოფობიური პოლიტიკის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის",
ასევე, "რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის აშკარა ცილისწამების" გამო შეიყვანეს.მედიის ცნობით, 227 ადამიანს შორის მოხვდნენ:
მანამდე, 12 მარტს, ამ სიას, 367ადამიანთან ერთად, ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი და ლატვიის პრემიერმინისტრი ევიკა სილინა დაემატა. რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, სიაში 2000-ზე მეტი აშშ-ის მოქალაქე შედის.