რუსეთმა "ქართული ლეგიონის" წევრს, ლევან ფიფიას, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის სასამართლომ "ქართული ლეგიონის" წევრს, ლევან ფიფიას, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით, დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსკოვის სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფიფიას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

წინასწარი პატიმრობის ვადა კი, მათი განმარტებით,  მისი რუსეთში ექსტრადიციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან აითვლება. 

ცნობილია ისიც, რომ ფიფია რუსეთს ძებნილთა სიაში ჰყავს შეყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი