
ბულგარეთმა უკრაინას 87 000-მდე ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა. როგორც ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარევმა განაცხადა, დასრულდა ყველა ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდება, რომელსაც უკრაინას გასულ წელს დაჰპირდნენ.
ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ 2023 წლის ნოემბერში მოახდინა სოფიასა და კიევს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც არეგულირებდა ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 100 ჩამოწერილი ჯავშანტრანსპორტიორის უკრაინისთვის გადაცემას.
მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარების მიწოდების პროცესი ლოჯისტიკურ სირთულეებს მოიცავდა, რის გამოც, ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირების მიწოდების ოპერაცია 29 იანვარს დაიწყო და 30 ვაგონისგან შემდგარი პირველი კოლონა უკრაინაში 7 მარტს გაემგზავრა.