ხიდაშელი მრჩევლად, სავარაუდოდ, ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაინიშნა | რას ამბობენ "ოცნებაში"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. დოკუმენტის თანახმად მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1 000 ლარი უნდა ყოფილიყო.

თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფს არც ერთ ინფორმაციას, რომელიც "მთავარმა არხმა" გაავრცელა. სავარაუდოდ, ხიდაშელი მრჩევლად ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაინიშნა და ასევე სავარაუდოდ, პოსტს სამი წლის განმავლობაში იკავებდა. 

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ისინი იხსენებენ კარტოგრაფების საქმეში ხიდაშელის როლს, რომელმაც რუსეთიდან რუკები ჩამოიტანა. ხიდაშელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მას ერთი თეთრიც არ აუღია, შესაბამისად, უცნობია სად მიდიოდა მისი ანაზღაურება.

"ადამიანები რომლებიც გარკვეულ ასაკში იმყოფებიან, მათ ბუნებრივად როდესღაც ჰქონდათ რაღაც კავშირი რუსეთთან, ასაკობრივად შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაღაც ძველი მეგობრობა ან ძველი ნაცნობობა, ახლა თქვენ რა გინდათ, რომ ამოაშთოთ ეს ამბავი, ამიტომ ადამიანმა არ ისუნთქოს?! დავით ხიდაშელმა არამცთუ ხიფათი შეუქმნა ქვეყანას, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა", - თქვა "ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ "თუკი რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავით ხიდაშელი იყო მრჩევლად და გარეჯის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას აწვდიდა ქართულ მხარეს, ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით, არის ძალიან კარგი". 

სავარაუდოა, რომ როცა ხიდაშელი მრჩევლად დაინიშნა, პრემიერის პოსტს გიორგი გხარია იკავებდა. დღეს მის პარტიაში ამბობენ, რომ არ იციან საერთოდ სად იყო დანიშნული ხიდაშელი. იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი