ბელგოროდის მერი თავდასხმის შედეგების კადრებს ავრცელებს | ქალაქში ისევ გამოცხადდა სარაკეტო თავდასხმის საფრთხე

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის მერი, ვალენტინ დემიდოვის თქმით, დილით დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მან თავდასხმის შედეგების ამსხაველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. 

მისივე ცნობით, დაშავებულთაგან ორი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზიანდა 14 კორპუსი, 5 კერძო სახლი, საგანმანათლებლო დაწესებულება, ორი სავაჭრო ცენტრი.

ფოტოებში ჩანს, რომ დაზიანდა ქუჩებში გაჩერებული მანქანებიც. 

 

ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში, დღის დასაწყისიდან უკვე მესამედ, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი