რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში ამბობენ, 76 წლის ქალი საკუთარი სახლის ეზოში დაიჭრა და ადგილზე დაიღუპა.

ოკუპანტები დაბომბვისას, სავარაუდოდ, არტილერიას იყენებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი