15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქმეზე ბრალი გამომძიებელს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.
მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.