თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა | დაღუპულია 22 ადამიანი, 7 ბავშვია

გამოქვეყნდა:

თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს. არსებული ცნობებით, დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის, 7 ბავშვი.

სანაპირო დაცვის სამსახურმა ორი ადამიანი გადაარჩინა, ხოლო ორმა ნაპირზე გამოსვლა თავად შეძლო. ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია თვითმფრინავი, ვერტმფრენები და 18 ხომალდი.

ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა ნავში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი