კრემლის კადრი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად | 4 წელი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ უწყებაში

გამოქვეყნდა:

რუსეთის გავლენის აგენტი და პუტინის სანქცირებული მეგობრის ვლადიმერ ევტუშენკოვის უახლოესი გარემოცვის წევრი ქვეყნის ერთ ერთი ყველაზე სტრატეგიულ უწყებაში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.

"მთავარი არხის" მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა დუმილი დაერღვია. უწყება ადასტურებს რომ დავით ხიდაშელი ნამდვილად იკავებდა მინისტრის მრჩევლის პოზიციას. ჩიქოვანის უწყება საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს რომ ხიდაშელს არასოდეს ქონია წვდომა საიდუმლო დოკუმენტებზე  და  მასთან თანამშრომლობა მხოლოდ კონსულტაციების ფორმატით შემოიფარგლებოდა. 

ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში მრჩევლის თანამდებობაზე 2020 წლიდან გაფორმდა. ეს ის პერიოდია,როცა პრემიერი გიორგი გიხარია იყო. კრემლის კადრის უწყებაში ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით წესით ქვეყნის პირველ პირს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, თუმცა დღეს მისი გუნდი ამ საკითხს ნაკლებ სერიოზულად აღიქვამდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი