"ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა" | ზელენსკი ოდესის დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ოდესის დაბომბვას "ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა" უწოდა.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ისევ ეძებენ. 

"ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები და დახმარება რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ამ ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმის შემდეგ: ორი რაკეტიდან მეორე მაშინ მოხვდა, როდესაც ადგილზე მაშველები და ექიმები მივიდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სასწრაფო დახმარების მედიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები. ვუსამძიმრებ ყველას ნათესავსა და ახლობელს.

ათობით დაჭრილია. ნანგრევების ქვეშ გრძელდება ადამიანების ძებნა. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. საოლქო ხელმძღვანელობას ყველა დაშავებულის ბოლომდე დახმარება დავავალე. ჩვენი თავდაცვის ძალები აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რათა რუსმა მკვლელებმა ჩვენი სამართლიანი რეაქცია იგრძნონ" , - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში

ბოლო მონაცემებით, ოდესაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, დაშვებულია სულ მცირე 73, მათგან 7 მაშველი.

16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი