იენს სტოლტენბერგი საქართველოში 18 მარტს ჩამოვა

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში 18 მარტს ჩამოვა - ინფორმაციას და იენს სტოლტენბერგის ვიზიტის განრიგს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ავრცელებს.

17-19 მარტს სტოლტენბერგი  ეწვევა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.

17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში, პრეზიდენტ ალიევს შეხვდება, ხოლო 18-ში თბილისში გამოემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ კობახიძესთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება. 

19 მარტს სტოლტენბერგი ერევანში გაემგზავრება. 

სტოლტენბერგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი