
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, ოდესაზე 15 მარტს განხორციელებული რუსული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
მისი თქმით, კლინიკაში დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. დაშავებულთა რიცხვი კი 70-ს აჭარბებს.
"დღეს კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა საავადმყოფოში მძიმე ტრავმისგან. კიდევ ერთი მსხვერპლი ოდესაზე გუშინდელი რუსული თავდასხმის შედეგად," - თქვა კლიმენკომ.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.