"14-დან გათიშულია ტელეფონი, არ გამოსულა კონტაქტზე, ჩემს მეუღლეს მიწერა, რომ გაიტაცეს" | მექსიკაში გატაცებული ქართველების ახლობლები

გამოქვეყნდა:

მექსიკის საზღვრიდან გატაცებული ქართველების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ისინი
"მთავარ არხთან" საუბრობენ და გატაცებულებთან ბოლო კონტაქტის დეტალებს იხსენებენ.

"ჩვენ ვიცოდით, რომ 14 რიცხვში უნდა გადასულიყო. ჩემთან ცხოვრობდა ეს ბიჭი [ერთ-ერთი გატაცებული] აქ [ესპანეთში]. აქედან წავიდა. სანამ მექსიკაში შევიდოდა 3-ჯერ გაექცნენ პოლიციას. საბოლოოდ, ჩავიდნენ მექსიკაში. მექსიკაში რომ ჩავიდნენ, ამ ბიჭს ჰქონდა სურათები დადებული სასტუმროში, მშვიდად ვიყავით, წყნარად ვიყავით. გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. 14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით. ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას ვერ დავუკავშირდით. გვეგონა ჩვენ, რომ ეს იყო მექსიკის პოლიციაში. როგორც ხდება, როცა აკავებენ ადამიანებს ართმევენ ტელეფონს. ამ ბიჭმა მიწერა წუხელ ჩემს მეუღლეს, რომ გაიტაცეს. რაღაც დაჯგუფებაა. სარდაფში არის 120 კაცი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. 30 კაცი არის ქართველი. ტელეფონს თუ აიღებენ საქართველოს საელჩოში, აქ, მადრიდში, ძალიან კარგი იქნება," - გვიყვება ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი.

კიდევ ერთი გატაცებულის ახლობელი კი აღნიშნავს, რომ მექსიკაში საქართველოს საელჩოსთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ. მასშტაბური გატაცების შესახებ ინფორმაცია არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებია.

ასევე ნახეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი