კასპელი მაღალჩინოსნები განსასჯელის სკამზე | ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობის საქმე სტრასბურგში გაიგზავნა

გამოქვეყნდა:

ძალადობაში მხილებული მაღალჩინოსნები განსასჯელის სკამებზე სხედან - ამის მიუხედავად, კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და აპარატის უფროსი  თანამდებობის უპრობლემოდ ინარჩუნებენ. საუბარია იმ  მაღალჩინოსნებზე,  ვინც ტელეკამერების წინ, სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს სხდომიდან იძულებით გააძევეს, მუშტები ურტყეს და ერთ-ერთ მათგანს ცხვირი გაუტეხეს. 

კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მჭედლიშვილი და აპარატის უფროსი, ზურაბ ჩიტიშვილი ბრალს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ უდანაშაულოები არიან.

გორის რაიონულ სასამართლოში მაღალჩინოსნების მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც უფლებადამცველმა სასამართლოს სთხოვა, მათთვის დამატებითი მტკიცებულებები წარედგინათ.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე 2022 წლის 18 თებერვალს, კასპის საკრებულოში მოხდა.

გენერალური პროკურატურა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნება, შოთაძის უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა. ჟურნალისტების ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს. ორგანიზაციამ მედიის წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე მომხდარი ძალადობის საქმეზე საჩივარი მოამზადა, რომელიც ევროსასამართლოში გაიგზავნა. ადამიანის ევროპულმა სასამართლომ კი, რამდენიმე დღის წინ, ეს საჩივარი ოფიციალურად დაარეგისტრირა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი