ნავალნაიამ ვიქტორ ორბანს "პუტინის ერთ-ერთი თანამზრახველი" უწოდა

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს "პუტინის ერთ-ერთი თანამზრახველი" უწოდა - "როგორც პუტინი არ წარმოადგენს მთელ რუსეთს, ისე არ შეიძლება ორბანთან გაიგივდეს მთელი უნგრეთი" განაცხადა ნავალნაიამ, რომლის მიმართვაც ბუდაპეშტში გამართულ ოპოზიციის მიტინგზე აჩვენეს. 

„რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ ჰყავდა ერთგული მოკავშირეები ევროპაში, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას ევროპის ერთიანობის შელახვაში. რატომ არ ეშინია მას შედეგების? რადგან იცის, რომ დაიცავენ. რატომ კლავს ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს? რადგან იცის, რომ ევროპელი მეგობრების ზურგი ექნება“ თქვა ნავალნაიამ.

აქცია, ბუდაპეშტის მერმა სტუდენტურ გაერთიანებებთან ერთად მოაწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი