რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს | დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაზიანდა 30-ზე მეტი სახლი, ფერმის შენობები, ავტოფარეხები და მანქანები.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, დაზიანდა ელექტროსადენები და გაზსადენები.

"აგრესორმა ნიკოპოლის რაიონს 8-ჯერ დაარტყა. ის "კამიკაძე" დრონსა და არტილერიას იყენებდა...თავდასხმის შედეგად დაშავდა 75 წლის კაცი და 77 წლის ქალი," - ამბობს ლისაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი