
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 16 "შაჰიდის" ტიპის დრონი და 7 რაკეტა გაუშვა. როგორც უწყება ამბობს, საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ოდესის ოლქში მათ 14 დრონი ჩამოაგდეს.
"17 მარტის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს ხუთი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, ორი Kh-59 საჰაერო მართვადი რაკეტით კი ჩერნიგოვის ოლქს. მათ უკრაინის მიმართულებით 16 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ოდესის რაიონში 14 "შაჰიდი" ჩამოვაგდეთ," - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, ოკუპანტების თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო და სახმელეთო ძალების ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.