"სამხრეთ ოსეთი" რუსეთთან შეერთების საკითხს მოსკოვთან განიხილავს | ალან ალბოროვი

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია, "რია ნოვოსტი," ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალან ალბოროვზე დაყრდნობით წერს, რომ "მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით რუსეთთან მიერთების საკითხი" განიხილება.

მან ე.წ. რეფერენდუმის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალი და მოსკოვი კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ.

"ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით. როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ აზრამდე [რეფერენდუმამდე], ჩვენ ამას გავაკეთებთ," - ამბობს ალბაროვი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც გამოთქვა იმედი, რომ მალე რუსეთს შეუერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი