"შუადღე პუტინის წინააღმდეგ" | რუსეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"შუადღე პუტინის წინააღმდეგ" - პუტინის საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს ამ სახელწოდებით მოსკოვსა და რუსეთის ზოგიერთ რაიონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ერთდროულად შეკრებილიყვნენ პუტინის წინააღმდეგ ხმის მისაცემად ან კენჭისყრის ჩასაშლელად.

იდეა ეკუთვნის სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს "იაბლოკოდან," მაქსიმ რეზნიკს. მას მხარს უჭერდა არაერთი ოპოზიციონერი, მათ შორის, ალექსეი ნავალნი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

როგორც გამოცემა "მედუზა" წერს, მოსკოვში ხალხმა საარჩევნო უბნებზე შეკრება 12:00 საათიდან დაიწყო. რიგებია მოსკოვის ცენტრალურ რაიონებში და ცენტრის გარეთაც. მოსკოვის პროკურატურა შეკრებილებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი "არჩევნებს" მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი