IDF-ის განცხადებით, განადგურებულია "ჰამასის" ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის ქსელი

გამოქვეყნდა:

IDF-ის განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზას სექტორში, "ჰამასის" ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის ქსელი გაანადგურეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობითვე, 162-ე დივიზიის საბრძოლო ინჟინრებმა, ელიტარულ "იაჰალომ" დანაყოფთან ერთად გვირაბის ქსელის დაახლოებით 2.5 კილომეტრი გაანადგურეს. მათივე თქმით, გვირაბები, ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზაში "ჰამასის" სხვადასხვა ბატალიონებსა და ბრიგადებს აკავშირებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი