ჩამორთმეული მანქანები და ფული | უკრაინელი დევნილები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა პრობლემებს უქმნით

გამოქვეყნდა:

პუტინის ომის გამო, უკრიანიდან გამოქცეულ მშვიდობიან მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა პრობლემებს უქმნის - უკრაინიდან დევნილები ტელეგრამ-ჩატებში ერთმანეთის მიყოლებით წერენ იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ისინი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აღმოჩნდნენ. ჩამორთმეული მანქანები და ფული - უკრაინელი დევნილები დახმარებას ითხოვენ და თვლიან, რომ ამ ყველაფრის უკან საქართველოს მთავრობა დგას.

როდესაც ომი დაიწყო, ნოვა კახოვკადან პატარა ბავშვებთან ერთად წამოვედით, ერთი წელი ვცხოვრობდით გერმანიაში, იქიდანაც მოგვიწია წამოსვლა. ჩემი და ცხოვრობს საქართველოში და ვიფიქრეთ, აქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით. ვაპირებდი, რომ ჩემი ცოლ-შვილი დამეტოვებინა ჩემს დასთან და უკან წავსულიყავი დეიდის ჩამოსაყვანად ნოვა კახოვკაში. ყველა ქვეყნის საზღვარი გერმანიიდან წამოსვლის დროს უპრობლემოდ გამოვიარეთ, მხოლოდ საქართველოში გაგვაჩერეს და ჩამომართვეს მანქანა, გვითხრეს, რომ დოკუმენტაცია წესრიგში არ გვქონდა, არადა, ყველა საჭირო დოკუმენტი მქონდა თან. ამ ხნის განმავლობაში საელჩოს დახმარებთ უკრაინიდან გამომიგზავნეს ახალი მართვის მოწმობაც, მანქანის ნომერიც, მაგრამ პოლიცია მაინც არ მატანს მანქანას. საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დამიბრუნოს მანქანა, რასაც ვადევნებ თვალს აშკარად იგრძნობა ცუდი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინელებისადმი, მგონია რომ ზემოდან დავალება აქვთ მიღებული ასე მოგვექცნენ, - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი დევნილი "მთავარ არხთან".

მელნიკების ოჯახის კუთვნილი მანქანა ამ დრომდე ახალციხეში, ერთ-ერთ საჯარიმო სადგურზე რჩება. ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული და მათ მანქანის საბუთების გაყალბებას ედავებიან, რაც მათი თქმით, არარეალურია. საქმის გამომძიებელმა კი "მთავარი არხის" შეკითხვებს არ უპასუხა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი