
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 6-ით გაიზარდა. სამი არასრულწლოვანი და სამი ზრდასრული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საერთო ჯამში კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 15 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 7 არასრულწლოვანია.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების დადგენის მიზნით გრძელდება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 887 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.