ნოდარ ჩაჩანიძე, თენგიზ თევზაძე, ნინო ბაზიკოშვილი - გაიცანით "ახალის" გუნდის წევრები | მაია ლომიძის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

კალენდარზე უკვე აქტიური პოლიტიკური გაზაფხულია, სულ მალე კი საარჩევნო ციებ-ცხელება თავის პიკს მიაღწევს. 26 ოქტომბერს გასამართ არჩევნებზე გაცილებით მეტი წყდება, ვიდრე ის, თუ რომელი პარტია მიითვლის უფრო მეტ მანდატს. როგორი იქნება ქვეყნის განვითარების მოდელი? ერთპარტიული და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი, თუ დემოკორატიული და კოალიციური მმართველობა? საით წავა ქვეყანა - რუსულ ჭაობში, საითაც უკვე გვექაჩებიან, თუ საქართველო შეძლებს თაობების ბრძოლის წარმატებით დასრულებას და საბოლოოდ დაიმკვიდრებს თავს ევროპულ ოჯახში? ცხადია, ეს კომპლექსური გეოპოლიტიკური და ისტორიული მოცმეულობა ათმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს ყველა პოლიტიკურ პარტიას და არა მხოლოდ მათ, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეებსაც.

გასულ კვირას ახალი პოლიტიკური ერთობის შესახებ გააკეთეს განცხადება ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ. "ახალი", როგორც მისი დამფუძნებლები განმარტავენ, არამხოლოდ ახალი პარტიის სახელია, არამედ ამ ერთობის მთავარი მამოძრავებელი იდეაც. საპრეზენტაციო სივრცეში "ქართული ოცნების" ორ ყოფილ პოლიტპატიმართან ერთან იდგენენ ქართული პოლიტიკისთვის ჯერ უცნობი, მაგრამ კომპეტენტური და საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიური ადამიანები, ახლები, ვისაც საკუთარი სამშობლოსთვის ახალი გამარჯვებებისა და წარმატებების მოტანის ამბიცია და უნარი აქვთ. ამიტომაც, დღეს გადავწყვიტეთ სწორედ ახლები გაგვეცნო. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი