მოტყუებული აფხაზები | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში მოვლენები ბოლო თვეებია ერთობ საინტერესოდ ვითარდება - რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა მედიამ გაასაჯაროვა საპროტესტო ნოტა, რომელიც კრემლიდან ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუგზავნეს და კატეგორიული ტონით მოითოხვეს, რომ რუსეთს ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებზე გადაცემის უფლება მისცეს. აღმოჩნდა, რომ სეპარატისტული რეჟიმის თვითგამოცხადებული სახელმწიფოებრიობაც, აფხაზი ხალხის ინტერესებიც და ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული აქტები კრემლს უბრალოდ ფეხებზე ჰკიდია. და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონსაც და იქ მცხოვრები ადამიანების ბედსაც ისე განკარგავს, როგორც მას მოესურვება. გაირკვა ისიც, რეალურად ვისთვის უნდა ბიჭვინთის აგარაკები რუსეთის ფედერაციას - უშუალოდ პუტინის გარმეოცვისთვის, ძმები როტენბერგებისა და ოლიგარქი ტკაჩოვისთვიუს. საქართველოს მიწა-წყლის უკანონოდ დატაცების მოსურნეებს კი თბილისიდან თუნდაც საპორტესტო ნოტთაც კი უხერხულობას არავინ უქმნის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი