
ევროკავშირი ეგვიპტეს 7.4 მილიარდი ევროს დაფინანსების პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ეგვიპტეში ვიზიტის დროს გავრცელდა.
ცნობილი ხდება, რომ დაფინანსების მთავარი მიზანი ეგვიპტის ეკონომიკის სტაბილიზაციაში დახმარება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიგრაციის საკითხების მართვაა. კერძოდ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული გეგმის მოკლე შინაარსის მიხედვით, შეთავაზებული დაფინანსება მოიცავს 5 მილიარდ ევროს შეღავათიან სესხებს და 1.8 მილიარდ ევროს ინვესტიციებს. დამატებით 600 მილიონი ევრო იქნება გათვალისწინებული გრანტების სახით, მათ შორის 200 მილიონი ევრო მიგრაციის საკითხების მართვისთვის.
ევროკავშირი ეგვიპტეს ახალ დაფინანსების პაკეტს 2024-2027 წლებში მიაწვდის.
შეგახსენებთ, რომ დელეგაციას, რომელიც პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის კვირას კაიროში შეხვდა, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობდა. მასში ასევე შედიან იტალიის, საბერძნეთის, ავსტრიის და ბელგიის პრემიერმინისტრები და კვიპროსის პრეზიდენტი.