
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა (ISA) გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი იყო "ტერორისტული აქტივობის აღკვეთა".
პალესტინის მთავრობის მედიის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის ქმედებები იყო "ომის დანაშაული".
IDF-ისა და ISA-ს განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა Telegram-ზე, ნათქვამია: "დაზვერვის შემდეგ, რომელიც მიუთითებს ტერორისტების ყოფნაზე შიფას საავადმყოფოს მიდამოში და მათ მიერ საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე ტერორისტული მოქმედებების განსახორციელებლად, IDF და ISA ამჟამად აწარმოებენ ზუსტ ოპერაციას ტერორისტული აქტივობის აღკვეთისა და ტერორისტების დასაკავებლად შიფას საავადმყოფოს შენობაში".
ამავე განცხადების მიხედვით, საავადმყოფოს შიგნიდან "ტერორისტებმა" ცეცხლი გაუხსენს ჯარებს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.
ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვმია, რომ "ის, რასაც საოკუპაციო ძალები აკეთებენ ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის მეოთხე კონვენციის აშკარა დარღვევა".