რუსეთის მიერ გაშვებული 22 "შაჰიდიდან" 17 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 22 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 17 გაანადგურეს.

როგორც უწყება აღნიშნავს, რუსმა ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. ისინი ხარკოვის ოლქს უტევდნენ S-300/S-400 ტიპის რაკეტებითაც, სუმის ოლქს კი X-59 ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტებით.

"საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ჩამოვაგდეთ 17 "შაჰიდი" კიევის, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ზაპორიჟიესა და რივნეს რეგიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი