რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ბელგოროდი დღეს დილითაც დაიბომბა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ RM-70 Vampire მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის 10 რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში დილით, დაახლოებით 08:30 საათზე.

ბელგოროდის მერმა ვალენტინ დემიდოვმა განაცხადა, რომ რეგიონული ცენტრის დილის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. "დღეს ერთი მსხვერპლი გვყავს, ის უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი", - ციტირებს მის სიტყვებს TASS.

გასული კვირის განმავლობაში ბელგოროდი და ბელგოროდის ოლქი ყოველ დღე თავდასხმების ქვეშ იყო. უკრაინულ მხარეს ამ დარტყმებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსული სამთავრობო მედია "რიას" ცნობით, რეგიონული ჯანდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ 12 მარტიდან ბელგოროდის რეგიონში დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი