მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მლნ ლარი გამოუყო

გამოქვეყნდა:

მთავრობამ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო. პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ 15 მარტს ხელმოწერილი განკარგულებით ირკვევა, რომ მთავრობა 50 დაწესებულებას ეხმარება. 

"დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით პროგრამის - "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება" - ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 0000.00 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით", - წერია განკარგულებაში.

მათ შორის, ვისაც თანხა ჩაერიცხება არიან სკოლები, გიმნაზიები, გიმნაზია-პანსიონები, კოლეჯები, სასულიერო სემინარიები, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდს და სხვა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი