იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ პრეზიდენტის ვეტო არ გაითვალისწინა

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტით მნიშვნელოვნად იკვეცება პრეზიდენტის უფლებები. სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება უფლებამოსილება  შექმნას კომისია, რომელიც პარლამენტს ცესკოს  თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს წარუდგენს.

პრეროგატივა კანონის ამოქმედების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადადის. პრეზიდენტისთვის ეს ჩანაწერები მიუღებელია, რადგან მისი აზრით, იმისთვის, რომ საზოგადოებაში ნდობა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, აუცილებელია ცესკოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ოპოზიციის კვოტით იყოს დანიშნული. ცვლილებებით კი  ეს  თანამდებობა უქმდება. 

მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დაძლევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი