პუტინის "არჩევნებში" პუტინმა მოიგო | ხმების თითქმის 100% დათვლილია

გამოქვეყნდა:

პუტინის არჩევნებზე ხმების დათვლა დასრულებულია. პუტინმა ხმების 87.3% აიღო და ქვეყნის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დათვლილია ბიულეტენების 99,79%.

მედიის ცნობით, მეორე ადგილი კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა (4.3%) დაიკავა, მესამე - 3.85%-ით ვლადისლავ დავანკოვმა "ახალი ხალხიდან", მეოთხეზე კი 3.20%-ით ლეონიდ სლუცკი გავიდა. რუსული მედიის ცნობითვე არჩევნებში 77.4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და  17 მარტს დასრულდა

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი