პუტინი ზეიმობს. რუსეთის დიქტატორის გამარჯვება მორიგ არჩევნებში არავის გაკვირვებია, თუმცა ფორმალობების დაცვას კრემლში მაინც ცდილობენ. ისევ პრეზიდენტის რანგში ვლადიმერ პუტინი დღეს საჯაროდ გამოჩნდა და რუსული და საერთაშორისო მედიის დახმარებით კვლავ საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააჟღერა. კრემლის ლიდერმა ყველას გაახსენ,ა რა მიზნით წამოიწყო ომი უკრაინაში, აღიარა ნავალნის გათვისუფლებით ვაჭრობა და დასავლეთს ისევ ბირთვული იარაღით დაემუქრა.