
ძვირადღირებული მივლინებები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული მილიონები. "ოცნების" მაღალჩინოსნები საკუთარ კომფორტზე უარს ქვეყნის არც შიგნით და არც გარეთ მოგზაურობისას ამბობენ. ანგარიშში, რომელსაც აუდიტის სამსახური ასაჯაროებს, მხოლოდ გასული წლის 6 თვის მონაცემებით, მივლინებებზე 35 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა კონკრეტულად რაში - ეს უცნობია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაზეც კორუფციის მკვლევრები აკეთებენ აქცენტს გაუმჭვირვალე პროცესია. სახელმწიფო უწყებები ხშირ შემთხვევაში ასაიდუმლოებენ ანგარიშს, რაში იხარჯება ხალხის ფული.