"...თამამად შეგვიძლია [ვეტინგის] საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ... თავს ნუ შეიწუხებენ" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"...თამამად შეგვიძლია [ვეტინგის] საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ... თავს ნუ შეიწუხებენ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საუბრობს. 

"რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისის ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ", - ამბობს მდინარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი