ვითარება ისრაელში | ბაიდენი ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. მათ რაფაში არსებული ვითარება და ღაზისთვის დახმარების გაზრდაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელსა და ღაზაში განვითარებული უახლესი მოვლენების განსახილველად, მათ შორის რაფაში ვითარებასა და ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მცდელობებზე," - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ მან ბაიდენთან განიხილა ისრაელის ვალდებულება, მიაღწიოს ყველა იმ მიზანს, რომელიც ომისთვის იყო დასახული: "ჰამასის" ლიკვიდაცია, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზამ აღარ შეუქმნის საფრთხე ისრაელის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი