"დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი და ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა 5 მარტს თორემ ვიღაც-ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ. ალბათ",
- ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში და "ქართული ოცნების" წევრს, ანრი ოხანაშვილს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტო მეხუთეა და ეს სიმბოლურია.