
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც დონეცკის საოლქო პროკურატურა ამბობს, ოკუპანტებმა ქალაქს S-300 ტიპის რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა, სულ მცირე, 24 სახლი და 4 მანქანა.
"19 მარტს, 02:30 საათზე, რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ დაბომბა ქალაქი სელიდოვო. ოკუპანტებმა დასახლებას შეუტიეს S-300 საჰაერო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით. სახლებში მყოფმა ოთხმა პირმა - 64, 65 და 82 წლის სამმა ქალმა, ასევე 58 წლის კაცმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. მათ ნაღმის აფეთქების შედეგად აღენიშნებათ სისხლჩაქცევები, ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობები. მოსახლეობას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს," - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყება ამბობს, მომხდარზე გამოძიება ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.