წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მოქალაქეები და კანდიდატები სიცრუის ნაკადს წააწყდებიან | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

2024 წელი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური არჩევნების წელია. არჩევნებია აშშ-ში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში და კიდევ 40-ზე მეტ ქვეყანაში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გუშინ ხაზგასმით თქვა, რომ მსოფლიო დემოკრატიის მთავარი გამოწვევა წლევანდელ საარჩევნო ციკლში დეზინფორმაცია იქნება. 

"მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია, მაგრამ მოქალაქეები და კანდიდატები სიცრუის ნაკადს წააწყდებიან, რომელიც სერიოზულ საჯარო დებატებს ჩაახშობს. ჩვენი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები დეზინფორმაციის საშუალებით ჩვენს დემოკრატიებში არსებული ბზარების გამოყენებასა და ჩვენი ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენენ. ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მედია და ახლა ხელოვნური ინტელექტი ცვლილებების ისედაც წარმოუდგენლად სწრაფ ტემპს მკვეთრად აჩქარებს, მაგრამ ასევე, ამ ამაჩქარებელმა დეზინფორმაციის ტალღები შექმნა, რომელიც პოლარიზაციას და დაბნეულობას აძლიერებს" ამბობს ბლინკენი.

ცნობისთვის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებისას ერთ-ერთი პირობა სწორედ ანტიდასავლურ და შესაბამისად ანტიდემოკრატიულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა განისაზღვრა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი