სომხური ბანკები რუსული Мир-ის ბარათების მომსახურებას წყვეტენ

გამოქვეყნდა:

2024 წლის 30 მარტიდან, სომხეთში რუსული გადახდის სისტემა "მირის" საბანკო ბარათები აღარ მიიღება, გარდა VTB ბანკის სომხური შვილობილი კომპანიის ფილიალებისა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC ავრცელებს VTB-ის სომხეთის წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

„30 მარტიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ უნაღდო ანგარიშსწორებას POS ტერმინალებში და ნაღდი ფულის გამოტანას რესპუბლიკის სხვა ბანკების ბანკომატებიდან. ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს VTB-ის (სომხეთი) ბარათების მუშაობაზე“, - განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა

სომხეთში VTB-ის 53 ფილიალია, რომელთაგან 22 ერევანში მდებარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი