
რუსეთმა, პერიოდულ დაბომბვებთან დაკავშირებით, ბელგოროდის ტერიტორიიდან ბავშვების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია, "რია ნოვოსტი" ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გლადოკი ამბობს, "უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის გამო," რეგიონიდან დაახლოებით 9 000 ბავშვს გადაიყვანენ სხვა ოლქებში. მან ასევე განაცხადა, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი.