შავი ზღვის ფლოტის გემების განადგურების სერიის შემდეგ, რუსეთმა საზღვაო ძალების მთავარსარდალი შეცვალა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად დმირალი ალექსანდრე მოისეევი დაინიშნა. ის 2019 წლიდან ჩრდილოეთის ფლოტს მეთაურობდა, იყო შავი ზღვის ფლოტის მეთაურიც და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეც.

მოისეევმა  საზღვაო ძალების მთავარსარდლის პოსტზე ადმირალი ნიკოლაი ევმენოვი შეცვალა.

ცვლილებების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა სავარაუდოდ ეს ფაქტი უკრაინის საზღვაო ძალების მიერ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების განადგურების სერიას უკავშირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი